სიხლეები   რეკომენდაცია არანაკლებ EURO 3 სტანდარტის შესაბამისი ბენზინის (ოქტანობა არანაკლებ 92) 2014 წლის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით
03.01.2014
  
 

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ არანაკლებ EURO 3 სტანდარტის შესაბამისი   ბენზინი (ოქტანობა არანაკლებ 92) (შემდგომში - EURO 3 რეგულარი) - საწვავის ამ სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 3 რეგულარის ნაცვლად, უნდა მოახდინონ იგივე მოცულობის პრემიუმის შესყიდვა ავტოგასამართი სადგურიდან და სითხის სახით CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "ლუკოილ ჯორჯია") არაუმეტეს 1.85 ლარად ერთი ლიტრი პრემიუმის სანაცვლოდ, ამავე კონსოლიდირებული ტენდერის პირობებისა და წესის თანახმად. იმ შემთხვევაში თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებისთვის შესაძლებელია უფრო იაფი საწვავის შესყიდვა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ავტორიზებული ავტომანქანების ნორმალური ექსპლოატაცია და ექსპლოატაციის პროცესში თავიდან იქნება აცილებული დაზიანების საფრთხე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული პროცედურის ან ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე იაფ ფასად, რომელიც მინიმუმ ერთი თეთრით ნაკლები უნდა იყოს CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (შპს"ლუკოილ ჯორჯია") მიერ შემოთავაზებულ პრემიუმის ფასზე (1.85 ლარი) მოახდინოს საწვავის შესყიდვა ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით.