სიხლეები   ტრენინგი თემაზე: „საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტური განხორციელების წახალისების თაობაზე“
09.06.2022
  
 

 

 

 

მიმდინარე წლის 30 მაისს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და დასწრებით რეჟიმში) „საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტური განხორციელების წახალისების თაობაზე“ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „EU4Environment“ პროგრამის ფარგლებში.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის მდგრადი საჯარო შესყიდვების არსისა და მისი სარგებლის, მის დასანერგად გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული ახალი სამართლებრივი დებულებების პროექტების გაცნობას, აგრეთვე, მდგრადი საჯარო შესყიდვის მიზნით მომზადებული შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების გაცნობას. ტრენინგს გაუძღვნენ პროექტის საერთაშორისო ექსპერტი — ერიქს მეზალისი და ეროვნული სამართლის ექსპერტი — ნატო ბერიძე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებისა და ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური ოპერატორების, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების წარმომადგენლებმა.

 

ტრენინგის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მოცემულია EU4Environment-ის მაისის თვის პრესრელიზში (იხ. https://mailchi.mp/b6eb42ea7efc/eu4environment-newsletter-may-2022?e=cc10cb7da0) . ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ https://www.eu4environment.org/events/invitation-to-participate-in-the-training-session-on-promoting-the-effective-implementation-of-sustainable-public-procurement-in-georgia/