
17 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის დელეგაცია სტუმრობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სააგენტოს თანამდებობის პირებმა სტუმრებს სახელმწიფო შესყიდვებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.