სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „თ.ბ.-კაპიტალი“
29.06.2022
  
 

 შპს „თ.ბ.-კაპიტალი“
ს/ნ: 212921748

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 21 ივნისს წარმოდგენილ იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 ივნისის №74-7422172001 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №4768), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „თ.ბ.-კაპიტალის“ (ს/ნ: 212921748) მიერ NAT210000129 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 25 თებერვლის №30 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.