სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ურიში“
29.06.2022
  
 

შპს „ურიში“
ს/ნ: 
405039060

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 25 მაისს წარმოდგენილ იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის  2022 წლის 25 მაისის №92-922214518 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №4040), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ურიშის“ (ს/ნ: 405039060) მიერ NAT220005789 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 21 აპრილის №43 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.