სიხლეები   სერვერული, მონაცემთა შენახვის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
03.11.2014
  
 

სერვერული, მონაცემთა შენახვის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში,  სააგენტო ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობივ თვითმართველობებში II”.  

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრსტრუქტურის განვითარების გზით.

 

აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის წესების თანახმად,  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ადგილობივ ღია ტენდერს სერვერული, მონაცემთა შენახვის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ადგილობივ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფისიდან (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზ. #67ა) სატენდერო განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ამა წლის 20 ნოემბრის 14:00 საათამდე თბილისის დროით, ხოლო სატენდერო წინადადებების წარდგენა - 12 ნოემბრიდან 20 ნომებრამდე არაუგვიანეს 15:00 საათისა. შესყიდვა ხორციელდება სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინსტრუქციის შესაბამისად. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას ერთი დალუქული კონვერტის  სახით. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება წარმდგენს. სატენდერო  წინადადებების გახსნაზე დასწრების უფლება აქვთ, მხოლოდ ტენდერში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 359970,00 (სამასორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასსამოცდაათი) ლარს დღგ–ს გარეშე, პროექტი გათავისუფლებულია დღგ–საგან.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია საკონტაქტოს პირების მეშვეობით.

 საკონტაქტო პირები:     

 ნათია ხუჯაძე  ტელ: 2 35 79 43; 5 (77) 61 55 50; ელ. ფოსტა:  n.khujadze@sda.gov.ge

 მარინე გვრიტიშვილი  ტელ: 2 35 79 34; 5 (77) 615 515; ელ ფოსტა: m.gvritishvili@sda.gov.ge