სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
21.01.2013
  
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ“  დებულების მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება იმ შემთხვევაში, თუ ,,პორტირების მსურველ პირს, იმ სააბონენტო ნომერზე, რომლის პორტირებასაც ითხოვს, დონორი ოპერატორისგან მიღებულ მომსახურებაზე გააჩნია წინა თვის/თვეების დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება“. ამდენად, ცალკეულ სააბონენტო ნომერზე დავალიანების არსებობა არ წარმოადგენს მთლიანად შემსყიდველი ორგანიზაციისაათვის პორტირებაზე უარის თქმის საფუძველს.

ამასთან, ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერის (CON130000007) სატენდერო დოკუმენტაციის 2.20 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებლებმა იკისრეს ვალდებულება, რომ არ შეაფერხებენ და ხელს შეუწყობენ შესაბამისი კორპორატიული ნომრების პორტირების პროცესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ მიმართა წერილით შპს ,,ჯეოსელს“, რომლითაც კომპანიას ეთხოვა პორტირების პროცესის ხელშეწყობა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შემსყიდველი ორგანიზაციების კორპორატიული სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის  შეფერხებას და ამის მიზეზად მითითებულია ცალკეულ სააბონენტო ნომრებზე რიცხული დავალიანება, შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოსთხოვონ  შესაბამის ოპერატორს წინა თვის/თვეების  დავალიანების (არა მიმდინარე დავალიანების) მქონე სააბონენტო ნომრების ამომწურავი სია, ასეთი დავალიანების ზუსტი მოცულობისა, წარმოშობის წყაროებისა და ასეთი დავალიანების დასადგენად აუცილებელი სხვა გარემოებების მითითებით.

შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა უზრუნველყონ 2013 წლის 1 თებერვლამდე ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულების დადების მიზნით 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,მაგთიკომისათვის“ იმ სააბონენტო ნომრების სიის მიწოდება, რომელთაც არ ერიცხებათ წინა თვის/თვეების  დავალიანება.