სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციის საყურადღებოდ!
29.01.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციის საყურადღებოდ!


იმ შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ, რომლებსაც კომპანია „ჯეოსელთან“ გაფორმებული არ აქვთ 1 წლიანი ხელშეკრულება და მიმდინარე ხელშეკრულება ეწურებათ ამა წლის 31 იანვარს, სასწრაფოდ გააფორმეთ აღნიშნულ კომპანიასთან 1 თვიანი, დროებითი ხელშეკრულება. იმისათვის, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურება მიიღოთ უწყვეტ რეჟიმში, აუცილებელია დღესვე გააფორმოთ დროებითი ხელშეკრულება! დროებითი ხელშეკრულების ფარგლებში, აუცილებელია მოგვწეროთ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე mobile2016@spa.gov.ge ხელახლა და მოთხოვნის შინაარსში დეტალურად აღწეროთ გარემოება იმის თაობაზე თუ სად, კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში გექმნებათ პრობლემა „ჯეოსელის“ ქსელის სარგებლობით. შექმნილია ტექნიკური სამუშაოების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს, მთელი თვის განმავლობაში კომისიის სახელზე შემოსულ საჩივრებში აღნიშნულ ლოკაციებზე, მოხდეს ჯეოსელის ქსელის დაფარვის ხარისის იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ხარვეზის დადასტურება, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია მოგცემთ უფლებას გადაპორტირდეთ „მაგთიკომის“ ქსელში და ისარგებლოთ აღნიშნული ქსელის მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში.