სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
20.12.2013
  
 

2014 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON140000001, CON140000002, CON140000003) დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:

ა) დიზელის (PPM 50–ზე ნაკლები, არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 2014 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON140000001) გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა  შპს ,,რომპეტროლ საქართველო“ – 1 ლიტრის ფასი –  1.84 ლარი

ბ) ბენზინი პრემიუმის (ოქტანობა არანაკლებ 95, არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 2014 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON140000002) გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდეს შპს ,,ლუკოილ ჯორჯია" – 1 ლიტრის ფასი – 1.77 ლარი;

გ) ბენზინი სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98, არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 2014 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON140000003) გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდეს სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 1 ლიტრის ფასი – 1.90 ლარი.

გამარჯვებული მიმწოდებლების მიერ  საბოლოო ფასიდან გამოთვლილი „Z“–ის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის შემდეგ (რისი განხორციელების ვალდებულება გამარჯვებულ მიმწოდებლებს ეკისრებათ არაუგვიანეს 2013 წლის 23 დეკემრისა) შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ 2014 წლის საჭიროებისათვის  ზემოაღნიშნული ტიპისა და მარკის საწვავის  შესასყიდად ხელშეკრულებების დადება.