სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
24.07.2014
  
 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერის საშუალებით საქონლის შესყიდვის შემთხვევაში სავალდებულო ხასიათს ატარებს კლასიფიკატორის აღწერის ველის შევსება. კერძოდ, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებული ხელშეკრულების სისტემაში განთავსებამდე, სავალდებულოა აღნიშნულ ველში აისახოს მოსაწოდებელი საქონლის მონაცემები, რაც ითვალისწინებს კლასიფიკატორის კოდის, მწარმოებელი ქვეყნის/კომპანიის, მოდელის, ერთეულის ღირებულების, რაოდენობის და სპეციფიკაციის მითითებას.

 

გაცნობებთ, რომ მოცემული ინფორმაციის სრულად ასახვა წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მოცემულ ველში ინფორმაციის განთავსებას, რაც ითვალისწინებს მოსაწოდებელი საქონლის მონაცემების სრულად ასახვას და არა სიმბოლოების (მაგ: - / ? ;  და ა.შ.) მითითებას.

 

ასევე, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას, მოთხოვნილი იქნეს პრეტენდენტებისადმი ყველა იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რა ინფორმაციის ასახვასაც ითვალისწინებს კლასიფიკატორის აღწერის ველი.

 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო