დავების საბჭო  დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებული პრაქტიკა
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა
 
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის საკითხთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა წარმოადგენს პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო ფასი წარმოიქმნება შესასრულებელი სამუშაოს ერთეულების ჯამიდან, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც საბოლოო ფასი, ასევე მისი წარმომქმნელი ერთეულების ღირებულებაც. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ზემოაღნიშნული ცალკეული კომპონენტის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურებაზე ყურადღების გამახვილება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობის შესაბამისია.
 
იხილეთ:
DIS160014432_01
DIS160018138_01
DIS160018336_01
DIS160022773_01
 

 
ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება
 
ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილებასთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე შეთავაზებული საქონლის მწარმოებლის და მოდელის შეცვლა, იწვევს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას.
 
იხილეთ:
DIS160022771_01
DIS160009117_02
DIS160011161_01
DIS160012831_01
 
 
 
 
ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელება
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით (2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-12 პუნქტი) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით ნიმუშის წარმოდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე, აღნიშნული მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტალურად) - შეიცავდეს ვადის გაგრძელებისათვის საჭირო სათანადო და ობიექტურ მიზეზებს.
 
იხილეთ:
DIS160000432_01
DIS160008675_01
DIS160023667_01
DIS160001603_03
 


 
ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება
 
საბჭომ განმარტა, რომ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემთხვევაში საუბარია პრეტენდენტის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციაზე და არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამატებით მოძიებულ ინფორმაციაზე, რომლის მიზანია შეამოწმოს/დაადგინოს თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამისი ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს.
შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამატებით მოძიებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტებად, რაც აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-9 პუნქტით.
 
 
იხილეთ:
DIS160007895_01
DIS160000706_01
 
 

 
საკვალიფიკაციო მონაცემების მოთხოვნა ფილიალი/წარმომადგენლობის შემთხვევაში
 
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე დაყრდნობით საწარმოს ფილიალი არ არის იურიდიული პირი.  ასევე, იქედან გამომდინარე, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი - ფილიალი/წარმომადგენლობა ტენდერში მონაწილეობით ატარებს დამფუძნებელი კომპანიის ინტერესებს, საბჭომ მიიჩნია, რომ დამფუძნებელი კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ.


იხილეთ:
DIS160011038_01
 
 
 
სატენდერო კომისიის ვალდებულება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისას დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის მითითების შესახებ
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით (2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი) სატენდერო კომისია ვალდებულია, პრეტენდენტს ზუსტად მიუთითოს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საბჭომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ შესაბამისი სხდომის ოქმით პრეტენდენტს არ მოსთხოვა კონკრეტული პოზიციის/ნაწილის დაზუსტება, რაც აღნიშნული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაედო საფუძვლად, ხსენებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.

იხილეთ:
DIS160015599_01
DIS160009726_01
DIS160011312_01
DIS160018957_01
DIS160021811_01
 


 
განსხვავება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასსა და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ფასს შორის
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. შესაბამისად, საბჭოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვაში (მათ შორის დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში) დაფიქსირებული საბოლოო ფასი არ აღემატება აღნიშნული პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, ხარჯთაღრიცხვის მისაღებად მიჩნევა წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.


იხილეთ:
DIS160017030_01
DIS160018130_01
DIS160012340_02
 
 
 
ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურა
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით (2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი) სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
საბჭო მიუთითებს, რომ სატენდერო კომისიის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს, იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რამდენად შესაძლებელია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. ასეთი დაზუსტებისას არ უნდა მოხდეს სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა ან/და ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება.
ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების პროცედურა ემსახურება იმ მიზანს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა შეექმნას სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად აკმაყოფილებს პრეტენდენტი სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, როგორც ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შესაძლებლობის გამოყენების, ასევე მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში იმსჯელოს, რამდენად გამოიწვევს/არ გამოიწვევს სატენდერო წინადადების ფასის გაზრდას ან/და ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას პრეტენდენტისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა.
საბჭო განმარტავს, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ იმ მონაცემების დაზუსტების მოთხოვნა, რაც უკვე წარმოდგენილია სატენდერო წინადადების ფარგლებში, არამედ შესაძლებელია, რომ პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით წარმოადგინოს ახალი მონაცემი/დოკუმენტი. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში თავიდანვე წარმოუდგენლობა, ზრდის მისი დისკვალიფიკაციის საფრთხეს, რადგან შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტების შესაძლებლობას (2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი). შესაბამისად, საბჭო მიუთითებს პრეტენდენტებს, რომ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ყოველთვის თავიდანვე სრულად წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია.


იხილეთ:
DIS160007253_01
DIS150033195_01
DIS150033195_02
DIS160003996_01
DIS160010716_04
DIS160015731_01
 
 
 
განსხვავება „Excel“-ს და „PDF“-ის ფორმატით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებს შორის
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, რომ სამშენებლო სამუშაოების (CPV45100000 - CPV45400000) შესყიდვის მიზნით და ასევე პრეისკურანტის მეშვეობით მომსახურების (CPV50100000 - CPV50300000, CPV50700000, CPV51700000,  CPV55500000, CPV66500000) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტი - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის დოკუმენტის სახით. თავის მხრივ, მიმწოდებლებს შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ ტენდერებში ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) წარადგინონ Excel-ის დოკუმენტის სახით.
ზემოხსენებული ტენდერებში შერჩევა/შეფასების დროს მინიმუმამდეა დაყვანილი ტექნიკური ხასიათის შეცდომები და უზუსტობები (მაგალითად, Excel-ის დოკუმენტის PDF ფორმატში გადაყვანის დროს ხდება რიცხვების დამრგვალება), რაც PDF ფორმატის დოკუმენტის შემთხვევაში საკმაოდ ხშირ ხასიათს ატარებს.
შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი Excel-ის დოკუმენტით. ამასთან, პრეტენდენტის მიერ PDF ფორმატში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული რიცხვების გადამოწმება Excel-ის ფორმულის მიხედვით.
 
იხილეთ:
DIS160024072_01
DIS160020353_01
DIS160000392_01
 

 
ქვეკონტრაქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს მისაღებად/მიუღებლად მიჩნევა
 
იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ძირითადი ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა ასეთი თანხმობის გაცემის გარეშე, საბჭოს განმარტებით აღნიშნული ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გაუზიარებლობა (მიუღებლობა) არ წარმოადგენს კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებას.
 
იხილეთ:
DIS160005736_01
DIS160013591_01
DIS160022419_01
 
 
 
შესყიდვის ობიექტის ნიმუში
 
საბჭო მიუთითებს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტის ნიმუშის მოთხოვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად აკმაყოფილებს/არ აკმაყოფილებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუში სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს და კონკრეტულად რა მახასიათებლების მქონე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში რომელი წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და მოდელის საქონელს მიიღებს იგი პრეტენდენტისაგან ხელშეკრულების გაფორმების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება (2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის“ მე-12 მუხლის მე-14 პუნქტი), საბჭომ განმარტა, რომ პრეტენდენტის მიერ მოთხოვნის მიხედვით უნდა იქნას წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქონლის ნიმუშები. აღნიშნული ნიმუშები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს და პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ შესყიდვის ობიექტის შესახებ მითითებულ მონაცემებს/ინფორმაციას.


იხილეთ:
DIS160012541_01
DIS160006356_02
DIS160009673_01
 
 
 
ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის ფარგლები
 
საბჭომ განმარტა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა[1