International Cooperation  საერთაშორისო პუბლიკაციები  დავების განხილვა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
  • iconone.pngPublic Procurement Review and Remedies Systems in the European Union (SIGMA Paper No. 41, 2007) - სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განმხილველი ორგანოები და სასამართლო წესით უფლების დაცვის სამართლებრივი სისტემები ევროკავშირში – ეს კვლევა მკითხველს სთავაზობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს. კვლევის შედეგები დაფუძნებულია ევროკავშირის 24 წევრ ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვაზე. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.

  • iconone.pngRemedies (No. 12, September 2016) - უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები - წინამდებარე ანალიზში განხილულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები და მათი აღსრულების მექანიზმები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსიადოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე

  • iconone.pngEstablishing Procurement Review Bodies (No. 25, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვებში დავების განმხილველი ორგანოების დაფუძნება - დავების განმხილველი ორგანოს მთავარი მიზანია საჩივრების განხილვა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების პრაქტიკაში აღსრულების გატარება და დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დავების განმხილველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს იმ განზრახ თუ გაუფრთხილებლობით დაშვებული შეცდომების გადახედვის და გამოსწორების შესაძლებლობა, რაც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა დაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. აქტიური და კარგად ფუნქციონირებადი დავების განმხილველი ორგანო ყველა დაინტერესებული პირისათვისაა მნიშვნელოვანი - ეკონომიკური ოპერატორებისთვის (მიმწოდებლებისთვის), შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, ისევე როგორც, ზოგადად საზოგადოებისათვის. დავების განმხილველი ორგანო უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ ყველა   სახელმწიფოში და აკმაყოფილებდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. წინამდებარე კვლევის მიზანია ჩამოაყალიბოს ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული დავების განმხილველი ორგანოს დაფუძნებისას. ასევე, განხილულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული დავების განმხილველი ორგანოების ინსტიტუციური მოდელები, ხაზგასმულია ის ძირითადი მოთხოვნები დავების განმხილველი ორგანოს მიმართ, რომელსაც აყალიბებს ევროკავშირის საჯარო შესყიდვებში მოქმედი დირექტივები და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU). ბოლო ნაწილში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, როგორიცაა, დავების განმხილველი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია დავების განმხილველი ორგანოს დაარსებასთან. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე