DSCN7882.JPG

„გმადლობთ საინტერესო ტრენინგებისათვის, რომელმაც კიდევ უფრო განმიმტკიცა არსებული ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და გამაცნო ბევრი სიახლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მომუშავე სპეციალისტებისათვის. დიდი მადლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრს კარგად ორგანიზებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. მიხარია, რომ გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, ვისთანაც უაღრესად საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. სასურველია, მსგავსი ტრენინგები კვლავაც ჩატარდეს, რათა ამ სფეროში არსებული პრობლემების რიცხვი მაქსიმალურად შემცირდეს, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვასა და შემსყიდველთა უსაფრთხოებას. “