სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ატარებს ფასთა კვლევას, პერსონალური კომპიუტერებისა და სახატავი პლანშეტის (დიჯიტაიზერის) მიწოდება-შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები გთხოვთ იხილოთ დანართ N1-ში;
გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ ინფორმაციას და გადმოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს 2022 წლის 16 სექტემბრის 18:00 საათისა. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ წარმოადგინოთ ინფორმაცია თუ რა ვადაში შეძლებთ აღნიშნული ტექნიკის მოწოდებას.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gdierashvili@yahoo.com ან gdierashvili@gmail.com; საკონტაქტო ტელეფონი: 577 15 33 81;
წინასწარ გიხდით მადლობას ფასთა კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას №44.
დანართი: №1 შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები და განფასება;
სახატავი პლანშეტის (დიჯიტაიზერი) ჩამონათვალი, მახასიათებლები და განფასება;
მიბმული ფაილები