შპს „ნუთრიშენ აქადემი ოფ ჯორჯია“
ს/ნ: 402322223
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 28 აპრილს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ 2025 წლის 25 აპრილის № 01/307 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 3581), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ნუთრიშენ აქადემი ოფ ჯორჯიას“ (ს/ნ: 402322223) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2025 წლის 27 მარტის № პ-35 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR250044513) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.