განცხადება ქ. თბილისში, ცაბაძის N6 - ში მდებარე შენობის (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ბაზრის კვლევის შესახებ
ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ატარებს ქ. თბილისში, ცაბაძის N6 - ში მდებარე შენობის (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 6 აპრილის 18:00 სთ-ისა, დანართი N1-ის (ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების გათვალისწინებით) შესაბამისად, მოგვაწოდოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ფასი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში) ყველა გადასახადის მათშორის დღგ-ს ჩათვლით.
ბაზრის კვლევის პროცედურაში გათვალისწინებული იქნება იმ მონაწილეთა ფასი რემლებსაც გააჩნიათ შემდეგი გამოცდილება:
ა) 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს სამშენებლო ან/და რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტიური შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 5,000,000 ლარზე ნაკლები.
ბ) 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე - შენობებზე (ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტიური შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 3,000,000 ლარზე ნაკლები.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი იქნას მითითებული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
v.shariqadze@tdf.ge.
საკონტაქტო პირები: ვალერიან შარიქაძე.
ტელ: +995 599 35 09 05
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.
მიბმული ფაილები