ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ ატარებს ბაზრის კვლევას, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, რობაქიძის გამზ, 1 კვ, 3ბ კორპუსი. არსებული შენობის (ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ N6 ფილიალი),სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით და პროექტით (იხ. მიბმული ფაილები).
- სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე.
- ანგარიშსწორების პირობები: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შესაძლებელია ავანსის გამოყენება შემსყიდველთან შეთანხმებით, სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.
- შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, სადაც მიმწოდებელს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილების და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონა: პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. მითითებულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 200 000 (ეტთიმილიონ ორასი ათას) ლარს.
(იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია ინფორმაციაში მიუთითოს SPA,NAT,DAP,DEP ან CMR ნომრები).
გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა, მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული განფასება დანართით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში) დღგ-ს ჩათვლით. წარმოდგენილი ფასები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ზღვრულ ფასებს. გასათვალისწინებელია, რომ ტენდერი გამოცხადდება შემდეგი პირობების შესაბამისად:
1. მონაწილე უფლებამოსილია (მიზანშეწონილია), წინასწარ (ტენდერში წინადადების წარდგენამდე), ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი და სატენდერო წინადადების წარდგენამდე გაითვალისწინოს ყველა გარემოება: ადგილმდებარეობა, საჭირო აღჭურვილობა, ტექნიკა, საჭირო მუშახელი და სხვა.
2. მიმწოდებელმა სამუშაოს შესასრულებლად უნდა გამოიყენოს საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდირებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში და არ უნდა იყოს გაურკვეველი წარმომავლობის), სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი მასალები (აღნიშნულს ინსპექტირებას გაუწევს შემსყიდველი). შენიშვნა: გამოსაყენებელი სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხი და დეტალები (ფერი, დიზაინი, ფაქტურა, რაც არ არის განსაზვრული დანართით) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. 3. სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხარისხიანად, მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად.
3. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების შესყიდვას, ტრანსპორტირებას, საჭირო მუშა ხელისა და ტექნიკის დაქირავებას და სხვა რაიმე სახის დამატებითი თანმდევი სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით.
4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ. შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოების შედეგად დანაგვიანებული/დასვრილი ფანჯრებისა და იატაკის დასუფთავება.
5. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საჭირო საგადასახადო ან/და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაზე ან/და მათ სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
6. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. (აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი).
7. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ფარული სამუშაოების განხორციელების დროს მიმწოდებელმა უნდა დაისწროს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებს შესრულებულ ფარულ სამუშაოებს და ხელს მოაწერს შესაბამის ფარული სამუშაოების შესრულების შესახებ აქტებს.
8. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონების დაზიანების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა.
9. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს , საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელს.
10. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
11. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების შესრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას. სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალის და მოწყობილობის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
12. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პრეტენდენტს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ელექტრო სისტემების სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2020 წლის 31 დეკემბრისა.
ე) ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში
13. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
14. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
15. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
16. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის წარმომადგენელი.
17. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
18. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
19. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
20. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მიმწოდებლის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული აკრედიტირებული კომპანიის, მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს აკრედიტირებული კომპანიის მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით).
21. სხვა დამატებითი პირობები მითითებულია წინამდებარე განცხადების დანართში (ხელშეკრულების პროექტი).
ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელექტრონულ unitedlibraries@gmail.com .ან/და...კანცელარიაში.ქ.თბილისი ტოვსტონოგოვის 2.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.