მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების ანგარიშების მომზადების მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
დანართის სახით წარმოგიდგენთ ტექნიკურ დავალებას.
აზიის განვითარების ბანკის მიერ ინტერვენციის განსახორცხორციელებლად და მდებარეობების ჩანაცვლებასა და დამატებაზე ბანკის თანხმობის მოსაპოვებლად, მათივე რეგულაციების მიხედვით, საჭიროა შემდეგ 3 მისამართზე გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების ანგარიშების მომზადება:
- ქალაქ ხარაგაულში სოფელ თეთრაწყაროს #2 საჯარო სკოლისთვის ხარაგაულის ცენტრში, პოლიციის შენობის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ: 36.01.33.156),
- ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი მე-2-ე შესახვევი #24ში არსებული შენობა
- ქ. ქუთაისის კოლეჯ „იბერია“-ს ნიკეას ქ. #15-ში მდებარე ფილიალის შენობა
ანგარიშები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკისათვის წარსადგენად.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი N1-ის სახით, ხელმოწერით და ბეჭდით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 04 აგვისტოს 18:00 სთ-სა.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: n.gogichashvili@esida.ge
Tel: 555 13 57 37
ნინო გოგიჩაშვილი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
მიბმული ფაილები (განახლებული)