ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ატარებს ბაზრის კვლევას მისამართზე: ქ. თბილისი, მთაწმინდის შესახვევი N4 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის მომზადების, საჭიროებისამებრ ან/და შემსყიდველის დავალების შესაბამისად მისი კორექტირების ასევე აავტორო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით.
მომსახურების სპეციფიკა და ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება წინამდებარე განცხადების, და მასზე თანდართული ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციის შესაბამისად.
- მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღე.
- ანგარიშსწორების, მათ შორის წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი), ფორმა და პირობები, მითითებულია წინამდებარე განცხადებაზე თანდართულ ხელშეკრულების პროექტში.
- აღნიშნულ მომსახურებაზე გამოცხადდება ტენდერი, სადაც მიმწოდებელს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილების და დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
1. პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) შენობის სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო პროექტი, თითოეული ობიექტისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება არ უნდა იყოს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები.
აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა თითოეული ობიექტისთვის უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი მიღება-ჩაბარების აქტის სახით ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია ინფორმაციის სახით მიუთითოს SPA,NAT,DAP,DEP ან CMR ნომრები.
2. პრეტენდენტი დაკომპლექტებული უნდა იყოს სავალდებულო (მინიმალური) პერსონალით, რომლის წევრებს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის პროექტირების გამოცდილება. კერძოდ, მინიმალური პერსონალის სახით წარმოსადგენია: არქიტექტორ-რესტავრატორის, ხელოვნებათმცოდნისა და კონსტრუქტორის კანდიდატურები. პრეტენდენტი უფლებამოსილია საპროექტო გუნდი (მინიმალური პერსონალი) შეარჩიოს თავისუფლად, კონკრეტული შესყიდვის განხორციელების მიზნისთვის, რის გამოც ტენდერის განხილვის ეტაპზე მასთან (პრეტენდენტთან) წარსულში შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ.: შრომითი ხელშეკრულება, დანიშვნის ბრძანება) არ მოითხოვება.
გამოცდილების ამსახველ ცხრილში უნდა მიეთითოს პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთის დასახელება საიდენტიფიკაციო მონაცემის მითითებით (პ/ნ ან ს/ნ), შემოთავაზებული კანდიდატის პოზიცია შესრულებულ პროექტ(ებ)ში და დამკვეთის მიერ გაცემული მინიმუმ 1 (ერთი) წერილობითი რეკომენდაცია მათ მიერ წარმატებით შესრულებული საპროექტო სამუშაოს შესახებ. ასევე წარმოსადგენია არქიტექტორ-რესტავრატორის, ხელოვნებათმცოდნისა და კონსტრუქტორის წერილობითი თანხმობები, სადაც მიეთითება ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობისა და პროექტის მსვლელობის მთელ პერიოდში მათი შესაბამის თანამდებობზე გამწესების მზადყოფნის შესახებ.
შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.
- შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია, რომ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებული იქნება ხელშეკრულების საერთო ღირებულების ფარგლებში:
· მოამზადოს შენო(ბე)ბის რეაბილიტაციის პროექტი სატენდერო დოკუმენტაციისა და შემდგომში წარმოდგენილი სატენდერო წინადადების შესაბამისად. საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს ტექნიკური წუნის გარეშე და მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება და ზედმიწევნითი სიზუსტით სამშენებლო სამუშაოების წარმოება;
· განახორციელოს მის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (კორექტირებული პროექტი) მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საავტორო ზედამხედველობა. საავტორო ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (კორექტირებული პროექტი) საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მიღების შესახებ საბოლოო აქტის გაფორმებამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით;
· შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, პროექტში (საპროექტო დოკუმენტაციის ნებისმიერ ნაწილში) შეიტანოს ცვლილება/ცვლილებები (მათ შორის, კონსტრუქციულ ნაწილშიც);
· მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, უზრუნველყოს ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი საპროექტო დოკუმენტაციის ალბომის შემსყიდველისათვის წარდგენა მატერიალური და ელექტრონული (კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი) ფორმით;
· პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარუდგინოს შემსყიდველს ყველა მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა მიმწოდებლის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოების თაობაზე;
· ვალდებულია განახორციელოს საპროექტო მომსახურება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით (ხელშეკრულების პროექტი, ტექნიკური დავალება და სხვა პირობები) განსაზღვრული პირობების და წესების სრული დაცვით.
გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად, მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული ფასი (შევსებული ფასების ცხრილის ფორმა), რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში) დღგ-ს ჩათვლით და წარმოადგინოთ წერილობითი სახის დასტური მოთხოვნილი გამოცდილების ქონის შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულებად განხილული იქნება თქვენს მიერ დაფიქსირებული ფასის 80 (ოთხმოცი) პროცენტი, ხოლო საავტორო ზედამხედველობისა და საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სატენდერო წინადადადების ფასის 20 (ოცი) პროცენტით.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.info@tdf.ge,.ananogurchiani@yahoo.com ან/და.კანცელარიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:
პროექტირების საკითხებზე: ნატო საძაგლიშვილი ტელ: 577981919; მეგი ხიმშიაშვილი ტელ: 593128105
ტექნიკურ საკითხებზე: ანანო გურჩიანი ტელ. : 577251011.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.