ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აცხადებს ბაზრის კვლევას
28.10.2022
  
 

 

 

CPV85100000-ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების მიმწოდებელთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის,  მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობაზე დამყოლობის მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური დახმარება“ პროექტის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს მომსახურების (CPV85100000-ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები) შესყიდვა.

დაინტერესებულ მხარეებს მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ მომსახურების შესრულების ჯამური ღირებულება ლარში, დღგ-ს გარეშე, ტექნიკური დავალების შესაბამისად.   

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მოგვაწოდოთ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის/პროგრამების დირექტორის, ირმა ხონელიძის სახელზე,  არაუგვიანეს ა/წლის 03 ნოემბრის  ჩათვლით.

 

მისამართი: ქ. თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი №99, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიან ელექტრონული ფოსტის  მეშევეობით cancelary@ncdc.ge ;

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 219 25 94   –  შიდა (804).

 

 

 

მიბმული ფაილები