შპს „საქაერონავიგაცია“ ატარებს ბაზრის კვლევას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
შესყიდვის ობიექტი - დაბა კოჯორში, შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.01.23.011) კეთილმოწყობა, ამავე მიწის ნაკვეთზე საძირკვლების მოწყობა და შპს „საქაერონავიგაციის“ საკუთრებაში არსებული ფოლადის ანძების, შელტერისა და გენერატორის განთავსება (იხ. ლინკი).
სამუშაოების დასრულების ვადა - 2023 წლის 01 ივლისამდე
ანაზღაურება - შესაძლებელია ავანსის გაცემა 50%-მდე, დარჩენილი თანხა სამუშაოების დასრულების შემდეგ.
გამოცდილება - 2020-2022 წლებში, თქვენს მიერ წარმოდგენილი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ოდენობის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამშენებლო სამუშაოებზე; სარეკომენდაციო წერილები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა, წარმოდგინოთ დანართის შესაბამისად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (განფასება) ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
ელ. ფოსტა: kh.kobeshavidze@airnav.ge
საკონტაქტო პირი: ხვიჩა კობეშავიძე ტელ: +995 592 47 11 44
https://cloud.airnav.ge/index.php/s/88MqHxNrHtDHT3T