ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ფასთა კვლევას
03.02.2022
  
 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სსიპ - მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის 1 საჯარო სკოლის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საპროექტო-სახარჯარიცხვო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებას დანართის სახით. ასევე იხილით; სკოლის შენობის საკადასტრო; ამონაწერი; შენობის გეგმები; არსებული ფოტოსურათები; სარქივო ფოტომასალა; ტექნიკური დავალება-სკოლა; ტექნიკური დავალება-სპორტ დარბაზი, ღია სპორტული მოედანი; შესასრულებელი სამუშაოების ხარჯაღრიცხვა-სკოლა; შესასრულებელი სამუშაოების ხარჯაღრიცხვა-სპორტ დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.

 

პროექტირების ხანგრძლივობა -  8 (რვა) თვე

 

მოთხოვნა გამოცდილების შესახებ:

 

 

პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2016 წლის 01 იანვრიდან ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღის თარიღის ჩათვლით უნდა ქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობ(ებ)ის რესტავრაციის ან რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება;

გამოცდილება უნდა დადასტურდეს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ით და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით: მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა. წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეთანხმებული უნდა იყოს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას მითითებული ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული შეთანხმების დოკუმენტი.

გამოცდილებაში არ ჩაითვლება ისეთი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობ(ებ)ის მიმდებარე ტერიტორიისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან.

 

 

მომსახურების გაწევისას აუცილებელი სპეციალისტები:

 

მომსახურების გაწევისას აუცილებელი სპეციალისტები:

 

დავალებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი.

 

 მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო პერსონალის, თითოეული მათგანის რეზიუმე - ე.წ. СV, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების თაობაზე.

 

ü  გუნდის ხელმძღვანელი – არქიტექტორ-რესტავრატორი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის  გამოცდილებით;

ü  არქიტექტორ-რესტავრატორი – სპეციალობით მუშაობის  არანაკლებ 10 წლის   გამოცდილებით;

ü  ხელოვნებათმცოდნე – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის  გამოცდილებით;

ü  ინჟინერ-კონსტრუქტორი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის   გამოცდილებით;

ü  გეოლოგი -სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის   გამოცდილებით;

ü  ტექნიკური ინჟინერი  - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის   გამოცდილებით;

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვასთან ერთად  წერილობით წარმოადგინოთ გამოცდილებისა და მომსახურების გაწევისას აუცილებელი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია;

 

 

გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 თებერვლის 12:00 სთ-სა.

 

 

შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


Email: n.gogichashvili@esida.ge

Tel: 555 13 57 37

ნინო გოგიჩაშვილი

ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.

 

 

მიბმული ფაილები 1

 

მიბმული ფაილები 2