გაცნობებთ, რომ შპს „ემ თი ეი“ გეგმავს დაბა ბაკურიანში, სასრიალო ტრასებისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის ობიექტია: დაბა ბაკურიანში, სასრიალო ტრასებისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მშენებლობა
ზემოთაღნიშნულის შესაბამისად, შპს „ემ თი ეი“ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესაძენად, დაინტერესებული პირების გამოვლენის მიზნით.
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესახებ ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია.
გთხოვთ, დეტალურად განიხილოთ თანდართული დოკუმენტები და მოგვაწოდოთ შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები, თქვენი ინდივიდუალური პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.
ინტერესის გამოხატვის შემთვევაში გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
• ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ.
• ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ, კერძოდ: ბოლო ხუთი წლის (2017, 2018, 2019, 2020, 2021) განმავლობაში ყველა, სამ მილიონზე ლარზე და მეტი ღირებულების, განხორციელებლი და დასრულებელი პროექტი, მათ შორის შესრულების ვადებისა და პერიოდის შესახებ.
• ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ, ასეთის არსებოების შემთვევაში
• ინფორმაცია სამონტაჟო სამუშაოებზე პასუხისმგებელი ტექნიკური ჯგუფის/მენეჯმენტის გამოცდილების შესახებ.
• ინფორმაცია, აქვს თუ არა საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის გამოცდილება, დაინტერესებული სუბიექტის მიერ დამონტაჟებულ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას. ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ყველა ჩატარებული შეჯიბრ(ებ)ის შესახებ.
შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული წარმოსადგენი ინფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 10 გერდს
ასევე, გთხოვთ, დაინტერესების შემთვევაში პირველადი ბაზრის კვლევის ფარგლებში გადმოგვიგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: info@mta.ski ან შპს „ემ თი ეის“ ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70, მე-3 სართული, ლიტერი „ა“.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „ემ თი ეი“
შესყიდვების სამსახურის უფროსი ექსპერტი ავთანდილ ქავთარაძე ტელ: +995 5510402001 a.kavtaradze@mta.ski
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი: დავით ჯაოშვილი ტელ: +995 577327069 d.jaoshvili@mta.ski
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და ჩართულობისათვის.
პატივისცემით,
შპს „ემ თი ეი“
თანდართული ფაილები:
https://mountainresorts-my.sharepoint.com/:u:/g/personal/a_kavtaradze_mta_ski/EVon1NyFpAFKqXmDyndcEXQBvC_k5ZypGuekDHp1BY1ouA?e=G2t0YQ