შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია
(ს.კ. 206348736)
კომპანია აცხადებს ბაზრის კვლევას 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებისა და მმართველობის ანგარიშგების აუდიტორულ მომსახურებაზე.
წარმოდგენილი შეთავაზება უნდა მოიცავდეს ჯამურ ღირებულებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ
შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია წარმოადგენს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს შვილობილ საწარმოს (100% წილობრივი მონაწილეობით). კომპანია 2019 წელს ფლობდა შვილობილ საწარმოს (შპს მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია), ხოლო 2019 წლის 08 თებერვალს განხორციელდა შერწყმის ოპერაცია მშობელ საწარმოსთან (რეორგანიზაციისა და შერწყმის ოპერაციების სრული ისტორია შეგიძლიათ იხილოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში).
კომპანიის საოპერაციო საქმიანობაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურების გაწევა, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად ყიდის ძირითად საშუალებებსაც (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახით). საწარმო წარმოდგენილია სათაო ოფისითა და რეგიონალური სერვის-ცენტრებით საქართველოს მასშტაბით.
კომპანია არის პირველი კატეგორიის საწარმო და ასევე „იურიდიული პირისათვის საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 23 დეკემბრის N1781 ბრძანების“ შესაბამისად მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი.
ინფორმაცია შესასყიდ მომსახურებაზე
შესასყიდი მომსახურების სახე არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისა და შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის მომზადება ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებებზე 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის.
ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ
აუდიტორი/აუდიტორული კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (WWW.SARAS.GOV.GE) რეესტრში და მინიჭებული ჰქონდეს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) სტატუსის მქონე საწარმოს ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.
მომსახურების ვადები
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 თებერვლის N217 განკარგულების თანახმად აუდირებული ფინანსური და სხვა სახის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 01 ივლისი. დასკვნ(ებ)ის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე 10 კალენდარული დღით ადრე აუდიტორმა/აუდიტორულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის წარდგენა და განხილვა შემსყიდველთან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 27 აპრილის 15:00 საათისა, წინამდებარე განცხადების შესაბამისად, მოგვაწოდოთ, თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადებები, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
გთხოვთ წინადადებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტებში ნაბეჭდი სახით მისამართზე - ქ. თბილისი. სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა II სართული. წარმოდგენილი დოკუმენტების ყველა ფურცელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი.
დალუქული კონვერტების გახსნა მოხდება კომპანიის კომისიის მიერ წინადადების მიღების ვადის დასრულებისთანავე. პრეტენდენტებს უფლება აქვთ დაესწრონ კონვერტების გახსნას.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: 551504405 ბექა გელაშვილი.