საჯარო შეტყობინება – ი.მ. ლეილა სულაბერიძე
ი.მ. ლეილა სულაბერიძე
პირადი №60001111542
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 31 იანვარს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის“ 2018 წლის 31 იანვრის №MES51800097911 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1011), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ლეილა სულაბერიძის (პირადი №60001111542) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2017 წლის 25 ოქტომბრის №61 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR170178587) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.