20 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასწავლო ვიზიტით მყოფ უკრაინის დელეგაციიას უმასპინძლა. ვიზიტი UNDP-ის მიერ იყო ორგანიზებული.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში რეფორმები, ასევე საჯარო შესყიდვების გამჭირვალობის ხელშეწყობა მედიცინაში, ჩატარებული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარება.
ჯგუფი შედგებოდა 19 წევრისგან. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საავადმყოფოების და სამედიცინო ცენტრების დირექტორებს, მთავარ ექიმებს, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებს, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების კუთხით მუშაობენ.