სიხლეები ინოვაციური პროდუქტების საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
მიმდინარე წლის 21 იანვარს ინოვაციური პროდუქტების საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება”, ასევე, საქართველოს ინოვაციებისადა ტექნოლოგიების სააგენტოსა ერთობლივი ორგანიზებით.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციებისა და სტარტაპების წარმომადგენლები.
ავსტრიელმა მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა ქართველ აუდიტორიას გააცნეს ევროკავშირში ინოვაციური მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სფეროში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, ასევე გაუზიარეს მათ საუკეთესო პრაქტიკა.