სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 (HICD 2020) პროექტის ხელშეწყობით, შეიმუშავა და გეგმავს სამოქმედოდ შემოიღოს „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ქცევის საერთო წესების დასადგენად, რათა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცულ იქნას პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები.
გთხოვთ, „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“-ს სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე დასასწრებად, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, მოავლინოთ თქვენი ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი სპეციალისტი, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში (მის: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #118).