სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27.08.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს №1627-Vმს-XIმპ კანონის შესაბამისად შემუშავებული საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს N418 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესი და პირობები“. 

 

აგრეთვე,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2026 წლის 28 მაისს განხორციელებულ ცვლილებებთან (N1627-Vმს-XIმპ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოსაყვანად, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში. ცვლილების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოაცხადოს დარეზერვებული ელექტრონული ტენდერი კანონის 103 მუხლითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების  სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება დაიშვება მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.