სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ლემარი“
05.11.2026
  
 

შპს „ლემარი“

ს/ნ: 439395664

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 8 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2026 წლის 8 ოქტომბრის №GOVN11/6205 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7467), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ლემარის“ (ს/ნ: 439395664) მიერ SPA240001078 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 29 აგვისტოს № 173 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.