სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
08.06.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა  „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში. განხორციელებული ცვლილების შედეგად: 

 

➢ ხელშეკრულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილების საფუძველზე; და

 

➢ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ცვლილების საფუძველია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივნისის №245 დადგენილებით განსაზღვრული ფასთა ინდექსაცია, ხელშეკრულებაში ცვლილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის ამ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რა დროსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი არ გამოიყენება

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი. 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ბმული.