სიხლეები   ი.მ. გოდერძი მაზმიშვილი
02.09.2026
  
 

ი.მ. გოდერძი მაზმიშვილი

პირადი №01301106967

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 20 და 28 ივლისს წარმოდგენილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 20 ივლისის № 84-842620128 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5498) და 28 ივლისის № 84-8426209113 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5762), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. გოდერძი მაზმიშვილის (პირადი № 01301106967) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2026 წლის 25 მაისის № 72 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR260062644) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.