KA080169146408116
|
||||
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 16 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის“ (ს/კ: 231165529) 2016 წლის 16 სექტემბრის №16/09-1 მომართვა (რეგისტრაციის №8241), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება.
სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:
1. შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი“ (ს/კ: 231165529) 2016 წლის 3 ოქტომბერს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.
2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.