KA080152885800317
|
||||
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 31 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის“ (ს/კ: 231165529) 2017 წლის 31 აგვისტოს №31/08-2 მომართვა (რეგისტრაციის №8132), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება.
სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
დადგენილია, რომ შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის“ (ს/კ: 231165529) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2017 წლის 3 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:
1. შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს“ (ს/კ: 231165529) 2017 წლის 4 ოქტომბრიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.
2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.