„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის N1627-Vმს-XIმპ კანონით განხორციელებული მასშტაბური ცვლილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პერიოდულად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის 31 აგვისტოს 18:30 საათიდან 20:30 საათამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ შესაძლოა იფუნქციონიროს შეფერხებით.