გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრიდან - 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2024 წლის 25 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm2025@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) იმ მედიკამენტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2025 წლის სახსრებით.
დეტალური ინსტრუქცია:
➢ 2025 წლის განმავლობაში შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობების განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა, ასევე პაციენტთა სავარაუდო მომართვიანობის მაჩვენებელი და აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაგეგმეთ 2025 წლისთვის შესასყიდი მედიკამენტების ოდენობები.
➢ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესასყიდი საქონლის განზომილების ერთეულად იგულისხმება აბი/ამპულა/დრაჟე/კაფსულა/ფლაკონი/ცალი/ტუბი და ა.შ. შესაბამისად, შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ საქონლის შეფუთვა/დაფასოება და მედიკამენტის რაოდენობა განსაზღვროთ რელევანტურად და რაოდენობის სვეტში მიუთითეთ მხოლოდ ციფრი, ტექსტის გარეშე.
ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიკამენტის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 10-ს, სადაც საქონლის განზომილების ერთეულად („ფორმის“ სვეტში), მითითებულია შემდეგი ფორმები:
• აბი
• აბი/შუშხუნა
• აბი/კაფსულა
• ამპულა
• შუშხუნა აბი
• აბი/კაფსულა/დრაჟე
• აბი/დრაჟე
• კაფსულა
• ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი
• ამპულა (ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის, ან ინტრავენური გამოყენებისთვის, ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის)
• ამპულა (ინტრამუსკულარული და ინტრავენური მოხმარებისთვის)
• გახანგრძლივებული მოქმედების გარსით დაფარული აბი
• დრაჟე
• საინექციო ხსნარი
• ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული აბი
ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში მედიკამენტის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 0-ს!
➢ ასევე გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ მედიკამენტების შესახებ დეტალური მონაცემები (მათ შორის, დამხმარე ინფორმაცია მედიკამენტების სავაჭრო დასახელების/მწარმოებლის და ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მითითებით), რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
➢ იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული მედიკამენტი (დოზა/ფორმა/მოქმედი ნივთიერება) ცხრილში არ არის, გთხოვთ მოიძიოთ მისი ალტერნატივა და ჩაანაცვლოთ სხვა ფორმის, მსგავსი მოქმედების ან/და ანალოგიური ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის მქონე პრეპარატით.
მაგალითი #1:
თუ თქვენთვის სასურველი სავაჭრო დასახელებაა: „ტერაფლუ“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride)
მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ცხრილში მოცემული სავაჭრო დასახელებით: „ტერაფლუ ლიმნით“ და მისი ჯენერიკია: comb. drug (Paracetamol, Pheniramine maleate, Phenylephrine hydrochloride, Ascorbic acid).
მაგალითი #2:
თუ თქვენთვის სასურველი მედიკამენტის ფორმაა 200 მლ და ცხრილში 200 მლ-ს ნაცვლად არის მხოლოდ 100 მლ, გთხოვთ აირჩიოთ 100 მლ.
➢ თუ ზემოაღნიშნული ჩანაცვლების მიუხედავად, ცხრილში არ მოიძებნა თქვენთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქტი, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
➢ დამატებით განვმარტავთ, რომ ცხრილში მოცემულია ორი სამუშაო ფურცელი ე.წ. „შიტი“ (შიტი #1 - „188 დადგენილების გარეშე“ და შიტი #2 - „188 დადგენილების მიხედვით“). ზოგიერთი მედიკამენტი მეორდება ორივე სამუშაო ფურცელზე ე.წ. „შიტზე“. თუმცა, განსხვავება შიტი #1-სა და შიტი #2-ს შორის არის მხოლოდ მოთხოვნა მედიკამენტის რეგისტრაციის წესის შესახებ, კერძოდ: შიტი #1-ზე მოცემული მედიკამენტები არის სტანდარტული, საქართველოში აღიარებითი ან ეროვნული რეჟიმით დარეგისტირებული. ხოლო, შიტი #2-ზე მოცემული მედიკამეტები რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. მოგახსენებთ, რომ თუ თქვენი ორგანიზაცია არ იყენებდა №188 დადგენილების გათვალისწინებით შესყიდულ მედიკამენტებს, ინფორმაციის წარმოდგენისთვის გამოიყენეთ მხოლოდ შიტი #1 - „188 დადგენილების გარეშე“.
➢ მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ.
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.
➢ გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
+995 32 2 242 248 შიდა: 39
598 380 780 ნინი გამრეკელი
598 265 254 სალომე ძოძუაშვილი
577 615 515 მარინა გვრიტიშვილი