სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ !
19.08.2025
  
 

 

 

2025 წლის 18 აგვისტოს, გარკვეული დროით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (www.procurement.gov.ge) და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამო, შეუძლებელი გახდა ამავე სისტემებით სარგებლობა. აღნიშნული მიზეზით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულმა მომხმარებლებმა, შესაძლოა, გაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 19 აგვისტოს №2363 განკარგულება. 

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად.