2025 წლის 18 აგვისტოს, გარკვეული დროის განმავლობაში, ტექნიკური მიზეზების გამო, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ფუნქციონირებდა შეფერხებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს, სატენდერო/საკონკურსო პროცედურების მიმდინარეობისას სისტემაში დოკუმენტების ატვირთვასთან, ასევე ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით, შესაძლოა, შექმნოდათ ტექნიკური პრობლემები.
ამდენად, შემსყიდველ ორგანიზაციებს, რეკომენდაცია ეძლევათ, შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების ვადის აღდგენასთან დაკავშირებით იმოქმედონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად.