შპს „ელ შოპი“
ს/ნ: 402080029
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს“ 2025 წლის 10 ნოემბრის №MIA12503707615 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9465), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ელ შოპის“ (ს/ნ: 402080029) მიერ NAT250008759 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2025 წლის 13 ივნისის № 1406 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
2025 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „ელ შოპის“ 2025 წლის 20 ნოემბრის №201125 წერილი (რეგისტრაციის № 9796) შპს „ელ შოპის“ (ს/ნ: 402080029) მიერ NAT250008759 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2025 წლის 13 ივნისის №1406 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, რასაც სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს შპს „ელ შოპის“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილ განმარტებად.
ამასთან, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. № 8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge, წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.