საინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
11 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ თემაზე შეხვედრა შედგა იუსტიციის სამინიტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად.
შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან უძღვებოდა თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი.
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ლომიძემ და ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მენეჯერმა დავით ბულავრიშვილმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის თანამშრომლებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.