2011 წლის 27 იანვარს შპს ,,კვირის პალიტრა”–ს მიერ საბჭოში წარდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სალიტერატურო გაზეთის გამოცემის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ №SPA110001124 გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით.
შპს „კვირის პალიტრა’’ თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნულ ტენდერში მისი დისკვალიფიკაციის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.
2011 წლის 7 თებერვალს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საბჭოს მიერ მიღებულ იქნა N5 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „კვირის პალიტრა“–ს საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.