შპს „დიმეგი-რუ“
ს/ნ: 445681352
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 8 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ააიპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ 2025 წლის 8 ოქტომბრის №124/01-11 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 8571), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „დიმეგი-რუს“ (ს/ნ: 445681352) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2025 წლის 26 ივნისის № 53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR250090401) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
 
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.