შპს „ბესტჰაუსი 2024“
ს/ნ: 405701691
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 20 მაისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ 2026 წლის 20 მაისის № 21-02/36130 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4045), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბესტჰაუსი 2024“-ის (ს/ნ: 405701691) მიერ NAT250016917 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2025 წლის 6 ნოემბრის № 1/061125/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.