გაცნობებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №1755-Vმს-XIმპ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც ახლებურად ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი.
ცვლილების თანახმად, 2026 წლის 13 ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და გამარტივებულ შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.