შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
2011 წლის 8 დეკემბრიდან გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის და ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის – „ტენდერი არ შედგა“ – მინიჭება ხორციელდება ავტომატურად სისტემის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო არ არის სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის ატვირთვა სისტემაში.