2012 წლის 30 ნოემბერს ორ ელექტრონულ ტენდერში მიმწოდებელთა აქტიურობის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
პირველი ტენდერი — SPA120026044, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, გამოცხადებულ იქნა 2012 წლის 9 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 27-მა მიმწოდებელმა.
მეორე ტენდერი — SPA120026029, რომელიც შეეხება სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, გამოცხადებულ იქნა 2012 წლის 9 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღო 24-მა მიმწოდებელმა.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2012 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში — SPA120025610, რომელშიც ერთმანეთს კონკურენცია გაუწია 21-მა პრეტენდენტმა.