გაცნობებთ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 21 ნოემბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) შეავსოთ მოთხოვნილი ველები.
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 597 082 082 ელენე ქავთარაძე.