ი.მ. ირაკლი ახალაია
პირადი №01010009095
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ 2025 წლის 29 დეკემბრის № 03/3192 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 11354), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ირაკლი ახალაიას (პირადი № 01010009095) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2025 წლის 18 დეკემბრის №405 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR250174835) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.