გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი ანახლებს მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან საბაზისო ტრენინგებს „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსს“. ტრენინგების ბენეფიციარები არიან სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტები.
ყველა სასწავლო სესია დასრულდება კითხვა-პასუხის რეჟიმით. ტრენინგებს შეუძლიათ დაესწრონ ადრე კურსდამთავრებულები და უკვე სერთიფიცირებული თანამშრომლები.
ტრენინგები სრულიად უფასოა. ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაუყოვნებლივ გაიარონ რეგისტრაცია:
http://procurement.gov.ge/ka/page/registration
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ:577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge