სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2022 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების საჭირო კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.
ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა) ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა;